მეუფე იობი სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე - სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? მამა დავითს მღვდელმოქმედება უკვე ავუკრძალე მე და ეს არის სასჯელი

Image

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხი სი

ნოდმა არ უნდა განიხილოს, რადგან მან რეაგირება მოახდინა და დაკავებულ მღვდელს ღვთისმსახურების უფლება შეუჩერა.

"სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? ეს არის განსახილველი ადგილობრივ ეპარქიაში. მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი, ეს არის სასჯელი, მეტი სასჯელი ჩვენ არ შეგვიძლია. მამა საბა კი, ჩვეულებრივად წირავს, ლოცულობს. ახლა სასამართლო გაარკვევს ყველაფერს“, - აცხადებს მეუფე იობი.

მისი თქმით, მონასტრის ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი არ ყოფილა და სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან.

„ნასვამ მდგომარეობაში გასროლა მოხდა, მეტი არაფერი. თქვენ ისიც თქვით, თითქოს მონასტერში მოხდა, მაგრამ მონასტერში ასეთი რამ არ მომხდარა, არც ეპარქიაში. შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არა. ერისკაცებს შორის ჩხუბი მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან. მამა საბამაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და ალბათ, მამა დავითიც იტყვის. იარაღს არ ატარებდა. ამაზე სასამართლო დადგენილება უნდა იყოს, ხომ იცით?“, - განაცხადა მეუფემ.

მან აღნიშნა, რომ „მამა დავითს ყველაზე მკაცრად ექცეოდა და მას მღვდელმოქმედების ყველაზე მეტი აკრძალვა აქვს“.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, საპატრიარქომ მას უფლებამოსილება შეუჩეროს, მეუფე იობმა განაცხადა: „რისთვის, მე რა დავაშავე?! არავის ვმფარველობ. ნასვამმა მდგომარეობამ არ იცის არც ერისკაცი და არც სასულიერო პირი, დამეთანხმებით? როცა ადამიანი სვამს, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია, თუ ერისკაცი. ყოველთვის ცდილობდა, რომ დალევისგან თავი შეეკავებინა“.

მან აღნიშნა, რომ სასულიერო პირებს კონფლიქტი ჰქონდათ და მისი თანდასწრებით შერიგდნენ.

„სიმართლეს გეტყვით, რომ პირიქით იყო, იმ დღეს მამა საბა შერიგებისთვის იყო ჩამოსული, რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ და ჩემი თანდასწრებით შერიგდნენ“,-განმარტა მეუფემ.

მან აღნიშნა, რომ კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობას უკავშირდებოდა.

„გააკეთეთ ჟურნალისტური გამოძიება და ყველაფერს სხვაგვარად დაინახავთ. შეშინების მიზნით ჰაერში მოხდა გასროლა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !