
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიზეზი ადგილობრივის დაინფიცირებაა. მამაკაცს, რომელიც ხუთი დღის წინ სოფელ ითხვისში საკუთარ ოჯახში თბილისიდან ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თბილისში საავადმყოფოშია მოთავსებული.
უკვე გამოვლენილია კონტაქტები, ყველა მათგანს თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცა.
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით იქ ზომების გამკაცრება არ იგეგმება და თუ ვითარება შეიცვლება, საჭირო ზომები გატარდება.