ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ პროგრამაში ჩართულ 651 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაუწია

Image

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ პროგრამაში ჩართულ 651 ბენეფიციარს ფულადი თანხით დაეხმარა. როგორც „აფხაზეთის ხმას“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს 100 – 100 ლარი ჩაერიცხათ. მათივე ცნობით, ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ, როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

 

„ფულადი თანხა მიიღეს 18 წლამდე ასაკის 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა, მარტოხელა დედებმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა, დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა, ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა, (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს), საქართველოს მთლიანობისთვის ომის ინვალიდებმა (მათ შორის დევნილებმაც), ავღანეთის ომის ვეტერანებმა, ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა, 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა. მუნიციპალიტეტში კიდევ 19 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს“, - აღნიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !