
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში სისხლის ბანკის თანამშრომლები დონორებს მიიღებენ.
კეკელიძის ინფორმაციით, დონორობის მსურველებს სისხლის ჩაბარება ხუთშაბათს 11:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებათ.
„კოვიდ-ინფექციას, ცხადია, სხვა არანაკლებ რთული ანდაც კიდევ უფრო რთული ავადმყოფებები არ გაუუქმებია. ბოლო თვეა, გასაგები მიზეზის გამო, იკლო სისხლის დონორთა რიცხვმა. ეროვნული ბიბლიოთეკა კვლავაც მზად არის საკუთარი სივრცე დაუთმოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცედურას:
ხუთშაბათს 11:00- 14:00 საათამდე სისხლის ბანკის თანამშრომლები დონორობის ყველა მსურველს ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მიიღებენ - გუდიაშვილის #7.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახლა განსაკუთრებით გვჭირდება თანადგომა. ძალიან ბევრი პაციენტია, ვისთვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
სისხლის გაცემა უსაფრთხო და სასარგებლო პროცედურაა. აქციაზე დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. წესები:
ყველა მსურველს ვთხოვთ ეკეთოს ნიღაბი;
პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ ჩაგიტარდებათ ხელების დეზინფექცია;
მოხდება თერმო სკრინინგი, ჩატარდება კონსულტაცია ექიმ-თერაპევტთან და წინასწარი ლაბორატორიული კვლევა;
სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი იქნება სპეც-სამოსით;
ჩასაბარებლად მოსულებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.
ძირითადი მოთხოვნები:
დამატებითი შეკითხვისთვის დარეკეთ
ცხელი ხაზი: 599352030”, - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.