
საქართველო პირნათლად ასრულებს ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის დაუშვებელი და სწორედ ეს წერია იმ შეთანხმებაში, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას.
მისი თქმით, საქართველო ყურადღებით ეცნობა პარტნიორი სახელმწიფოს ნებისმიერ განცხადებას.
„აშშ ჩვენი მეგობარი ქვეყანა და მთავარი პარტნიორი სახელმწიფოა, ჩვენ რა თქმა უნდა დიდი ყურადღებით ვეცნობით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის და დიპლომატიური კორპუსის ნებისმიერ განცხადებას.
საქართველო პირნათლად ასრულებს ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას. ამასთან, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესში ნებისმიერი მიმართულებით არის დაუშვებელი და სწორედ ეს წერია იმ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ,“- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.