სერგო რატიანის წერილს ენმ-ს ყრილობის შესაძლო არალეგიტიმურობაზე ორგანიზაციები პასუხობენ

Image

 

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის რეგიონალურმა ორგანიზაციამ საჯაროდ, "ფეისბუქის" გვერდზე უპასუხა ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის სერგო რატიანის წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვარს დანიშნული ენმ-ს ყრილობა "ვერ იქნება ლეგიტიმური".

 

როგორც ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წერილით ირკვევა, სერგო რატიანმა რაიონულ ორგანიზაციებში წერილი დღეს გაგზავნა. მასში ნათქვამია, რომ 20 იანვარს დანიშნული ენმ-ს ყრილობა "ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები", რადგან "ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით". 

 

RATIANI-WER.jpg

 

ამასთან, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია, ვინც სერგო რატიანს საჯაროდ უპასუხა. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ამას გეგმავენ სხვა პარტიული რაიონული ორგანიზაციებიც. 

 

სერგო რატიანის წერილისადმი "ენმ ბათუმის" გვერდზე "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ პასუხში აღნიშნულია:

 

"ბატონ სერგო რატიანს!

 

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, კვლავ დადგა ისტორიული არჩევანის წინაშე... დღეს, როდესაც რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა, გაყალბებული არჩევნები, კიდევ ერთხელ გვიქმნის რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნის საფრთხეს...

 

ქვეყანაში დასავლური ღირებულებების მქონე ერთადერთი მთავარი ოპოზიციურ ძალა, რომელსაც მართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა - წინ აღუდგეს ამ ყველაფერს - გახლავთ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

 

სამწუხაროა, როდესაც ამ პარტიის ვიწრო ჯგუფი, მათ შორის აღმასრულებელი მდივანი, ცალსახად ეჭვქვეშ არ აყენებს 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას და მიგვანიშნებს 20 იანვრის ყრილობის "იურიდიულ ჩიხზე". მიგვაჩნია, რომ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ამომრჩეველთა პარტია და აქ გადაწყვეტილებას იღებს მისი უზენაესობა- ხალხი.

 

მიგვაჩნია რომ, "ენმ"-ის ყველაზე მთავარი ღირებულება, ეს არის დემოკრატიული პროცესები, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს ჩვენი პარტიის ყველა წევრი, მიუხედავად მისი რეგალიისა თუ სტატუსისა. 2016 წლის 30 ნოემბერს პოლიტსაბჭომ განსაზღვრა ყრილობის ჩატარების წესი და თარიღი!!!

 

დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის მხრიდან ამ დემოკრატიული წესით განსაზღვრული ყრილობის იურიდიულ "ლაფსუსებზე" საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, იმ ღირებულებებისგან გადახვევის ტოლფასია, რა ღირებულებებზეც იდგა და დგას ჩვენი პარტია...

 

"ენმ" აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია ცალსახად ემიჯნება ამ განცხადებას და მიაჩნია, რომ 20 იანვარს დანიშნული ყრილობა აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში. 

 

ერთადერთი ძალა, რომელიც დაასრულებს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ქვეყანაში, გახლავთ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , რომლის ყრილობაც გაიმართება 20 იანვარს, სრულიად კანონიერად და სამართლიანად.

 

ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების აზრს და არ შეაფერხებთ პროცესებს, ვინაიდან დრო არ ითმენს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".

 

აღსანიშნავია, რომ სერგო რატიანის წერილს საჯაროდ პასუხობენ ასევე ენმ-ს აქტიური წევრები და პარტიასთან აფილირებული პირებიც. გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:

 

"გადავწყვიტე საჯაროდ ვუპასუხო ბატონ სერგო რატიანს(რომელმაც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ელექტრონული ფოსტით გადმოგვიგზავნა წერილი, რომლის შინაარსიც აშკარად ეწინააღმდეგება 20 იანვარს გასამართი ფართომასშტაბიანი ყრილობის პათოსს).

 

ბატონო სერგო, მე გარსევან ბუხნიკაშვილი ვარ ყველა იმ ყრილობისა და კონფერენციის დელეგატი, რაც კი ჩაუტარებია"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". უნდა გითხრათ,რომ ისე გამჭვირვალედ,ისე გახსნილად და ისე დემოკრატიულად არც ერთი ყრილობა არ გამართულა, როგორიც ამჟამად მზადდება. მათ შორის არც ის ყრილობა, რომელზეც სხვებთან ერთად თქვენც აგირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრად.

 

ხომ აშკარაა, რომ პარტიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც ვდგავართ ერთ მხარეს და თქვენ აბსოლუტური უმცირესობა - მეორე მხარეს. ასეთ შემთხვევაში ჭეშმარიტად პატრიოტი და პარტიის ერთიანობის მომხრე ადამიანი დაემორჩილებოდა უმრავლესობის გადაწყვეტილებას და ხელს შეუწყობდა ყრილობის ორგანიზებულად ჩატარებას(თანამდებობიდან გამომდინარე ეს თქვენი მოვალეობაცაა).

 

და თუ თვლით,რომ თქვენი პოზიციაა ჭეშმარიტი, სწორედაც მის დასაცავად გააგრძელებდით დისკუსიის პროცესს პარტიის შიგნით. მაგრამ რა გამოდის, ზემოთ აღნიშნული წერილის პათოსი აშკარად მიანიშნებს თქვენს მცდელობას ჩაშალოთ, ან როგორც მინიმუმ, გაწელოთ ყრილობის ჩატარება. ეს კი იწვევს პარტიაში გაურკვევლობას და ქაოსს, რაც ჩემდა სამწუხაროდ დედამიწის ზურგზე აწყობს ორ ადამიანს: ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს.

გარი ბუხნიკაშვილი

 

"მეც საჯაროდ მივმართავ ბატ. სერგო რატიანს წერილის პასუხად, რომელიც დღეს მივიღე და რომელსაც არანაირად არ ვეთანხმები. ენმ-ს ყვარლის ორგანიზაციამ არაერთხელ გამოხატა მყარი პოზიცია ყრილობის იმ ვარიანტისადმი, რომელიც შემოთავაზებული იქნა პრეზიდენტის მიერ და რომელიც ხმათა უმრავლესობით გავიდა ენმ-ს 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე.

 

პირადად მე ვესწრებოდი პოლიტსაბჭოს სხდომას და დღევანდელი წერილის შინაარსი აბსოლუტურად აცდენილი მგონია დროსა და სივრცეში. ყრილობის გადადება, დროში გაწელა, კითხვები ლეგიტიმაციაზე, მის ორგანიზებაში მონაწილეობაზე უარი საკმარისზე მეტად გამხელთ. 

 

ასე რომ, ჩვენ ყრილობის სამზადისში ვართ, ბატ. სერგო და ვიღებთ მისი საორგანიზაციო კომისიის რეკომენდაციებს. კეთილი რჩევა იქნება მის შემადგენლობაში თქვენც მიიღოთ მონაწილეობა და ასეთ კურიოზულ წერილებზე "ხელმოწერისგან" თავი შეიკავოთ! 20 იანვარს კი გელით ყრილობაზე!

 

ზვიად დუშმანაშვილი

 

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით რამდენიმე სადავო საკითხი არსებობს. პოლიტსაბჭოს წევრთა ერთ ნაწილს, რომლებმაც ყრილობის საორგანიზაციო კომისია უკვე შექმნეს და ყრილობისთვის მზადებას შეუდგნენ, მეორე ნაწილი "თვითგამოცხადებულად" მოიხსენიებს.

 

ორი ფლანგის წარმომადგენელთა უთანხმოების დეტალებზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !