-
2016-11-30 19:54
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 7.000 დელეგატით ჩატარდება, ხოლო ყრილობის დღის წესრიგში არ დადგება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ორივე საკითხს - დელეგატთა რაოდენობასა და დღის წესრიგში თავმჯდომარის არჩევის შეტანას დღეს პოლიტსაბჭომ კენჭი უყარა.
კენჭისყრა ორივე შემთხვევაში ერთნაირი შედეგით დასრულდა: სხდომაზე დღეს მყოფი პოლიტსაბჭოს 50 წევრიდან 7.000 დელეგატიანი, ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა, 24 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა - თავი შეიკავა. ასევე, ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ საკითხის ყრილობის დღის წესრიგში შეტანას მხარი დაუჭირა 25-მა წევრმა.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭო პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებს.