პოლიტიკა

სააკაშვილი ენმ-დან ოთხეულის წასვლაზე: „ჩვეულებრივი რაღაცაა: ზოგი წავა, ზოგი მოვა... ასე ხდება“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არანაირი კონსულტაციები ენმ-დან წასულ ოთხეულთან არ ჰქონია, რადგან ამის დრო არ ჰქონდა, ამასთან, მისი თქმით, თვითონ წასვლის ფაქტიც არ მიაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად. 

>>>

სააკაშვილი: „ორღობის პროვინციელების ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მსოფლიო პრესა წაიკითხეთ“

ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა „იმედის კვირის“ ჟურნალისტს ლევან ჩხეიძეს, როცა მან გადასცა ქართული პოლიტიკის ცალკეულ წარმომადგენელთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის დანიშვნა ოდესაში მისი ჩამოქვეითებაა. 

>>>

სააკაშვილი: „ეს მოქალაქეობა არავისთვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება?“

„იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისთვის დღეს საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს ე.წ. მატროსოვის ციხეში 6 კვადრატულ მეტრ ადგილს, სადაც ამჟამად მისი თანამებრძოლები იმყოფებიან. 

>>>

"ძველი ოდესელისგან - ახალს" - ჟვანეცკის რა სამახსოვრო წარწერა გაასაჯაროვა სააკაშვილმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა და უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა 2014 წლის სექტემბერში მიხეილ ჟვანეცკის მიერ მისსავე წიგნზე დატოვებული მინაწერი გაასაჯაროვა. 

>>>

აშშ-ში ზურაბ ჯაფარიძის ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამ თანამოაზრესთან ერთად დატოვა ენმ, ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.

>>>

"ტრამპლინი სააკაშვილისთვის"; "სტრატეგიული დანიშვნა" - რას წერენ უკრაინელი პოლიტოლოგები

უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველები, პოლიტოლოგები და ექსპერტები, თითქმის ერთხმად თანხმდებიან, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სტრატეგიული ნაბიჯია, ხოლო სამომავლო პერსპექტივაში - ტრამპლინი სააკაშვილისთვის, მინისტრთა კაბინეტში უფრო მაღალი თანამდებობის (უმრავლესობა პრემიერობას ვარაუდობს) დასაკავებლად.

>>>

საქართველოს ხელისუფლების, "ქართული ოცნებისა" და რუს ხელისუფალთა მსგავსი რეაქციები სააკაშვილის დანიშვნაზე

საქართველოს ხელისუფლების, ზოგადად, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე ცალკეული პირები ოპოზიციური პარტიებიდან მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ოდესის ოლქის გუბერნატორად "შეცდომას" უწოდებენ. მსგავსი რეაქცია აქვთ რუსეთის ხელისუფლებაშიც.

>>>

როგორ დახვდნენ მიხეილ სააკაშვილს ოდესაში (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესაში გუბერნატორად წარადგინა. ამ დანიშვნას ოდესელების დიდი ინტერესი მოჰყვა. ისინი პრეზიდენტთან და ახალ გუბერნატორთან შესახვედრად საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. 

>>>

"ვინ ალაპარაკდა შაპიტოზე..." - იუზერებმა სააკაშვილის დანიშვნის გამო "შეწუხებული" მედვედევი დატროლეს

"ტვიტერზე" რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის აქაუნთს რუსი იუზერების "რისხვა" დაატყდა თავს მას შემდეგ, რაც მან ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას შაპიტო-შოუს გაგრძელება უწოდა.

>>>

ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად წარდგენა დაანონსდა

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა 30 მაისს, კიევის დროით 14:30 საათზე საოლქო ადმინისტრაციის შენობაში მიხეილ სააკაშვილის წარდგენა დაანონსა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !