-
2015-05-31 19:53
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა და უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა 2014 წლის სექტემბერში მიხეილ ჟვანეცკის მიერ მისსავე წიგნზე დატოვებული მინაწერი გაასაჯაროვა.
"... მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე: ყოფილი სსრ კავშირის თითქმის ყველა ქვეყანა თავისი წარსულით ამაყობს. მხოლოდ საქართველო ამაყობს აწმყოთი - ის თქვენ შეცვალეთ! თქვენი მიხეილ ჟვანეცკი".
როგორც სამსხსოვრო წარწერიდან ჩანს, მინაწერი ჟვანეცკის წიგნზე "ცხელი ზაფხული (ზამთარში წასაკითხი)" გაკეთებულია ოდესაში, 2014 წლის 8 სექტემბერს.
