ტელეკომპანია „ტაბულის“ დირექტორის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი პირის წასვლის მიზეზი პოლიტიკური უმწიფრობაა. „შეიძლება, საბაბად სხვა დასახელდეს, მაგრამ მიზეზი ეს მგონია“, - თქვა მან „არჩევანში“.
საზოგადოება „ივერიის“ ერთერთი დამფუძნებელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ნაცმოძრაობიდან წასულ დეპუტატებთან „ივერიას“ წარსულსა და აწმყოში არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია.
ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, თუ ხეს დაუძახებ „ხმი, ხმი!“ ის აუცილებლად გახმება. ოლიგარქის მიერ ინტერპრეტირებული ეს სიბრძნე სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ახდა.
ყოფილი თანაპარტიელები ენმ-დან პალიკო კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წასვლას ეხმიანებიან.
პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" დანარჩენ სამ წევრთან ერთად ადასტურებს, რომ პარტია დატოვა.
რიგის სამიტი დასრულებულია, თუმცა, მისი შედეგებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა არაა კმაყოფილი. სამიტის უცნობ დეტალებზე სიუჟეტი "რუსთავი-2"-მა მოამზადა.
რუსეთთან და აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მომავალ ურთიერთობებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს მიეძღვნა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების შეხვედრა ზუგდიდში, სადაც დარბაზთან დისკუსიის რეჟიმში ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი წარდგნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სანამ საქართველოში ხალხი დამშეულია, სანამ პოლიტიკური ლიდერები ციხეებში სხედან, "საქართველოს არავინ არაფერს არ მისცემს".
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას "ფეხებზე ჰკიდია", ივლიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში.
რიგაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროასოცირების ხელშეკრულებამდე ქვეყანა მისი ხელისუფლების დროს, ურემივით მიაგორეს.