
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესაში გუბერნატორად წარადგინა. ამ დანიშვნას ოდესელების დიდი ინტერესი მოჰყვა. ისინი პრეზიდენტთან და ახალ გუბერნატორთან შესახვედრად საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ.
უფრო მცირე ნაწილმა, რომელთა შორის, ძირითადად, რუსულენოვანი მოსახლეობა იყო, მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ჰალსტუხების გამოფენა მოაწყო, რითაც ახალ გუბერნატორს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთერთ ეპიზოდზე მიანიშნა.