
ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა „იმედის კვირის“ ჟურნალისტს ლევან ჩხეიძეს, როცა მან გადასცა ქართული პოლიტიკის ცალკეულ წარმომადგენელთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის დანიშვნა ოდესაში მისი ჩამოქვეითებაა.
„მსოფლიო პრესა წაიკითხეთ, თუ სადმე წერია, რომ ეს არის დაქვეითება... ორღობის პროვინციელების ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... რისგან დამაქვეითეს, მე ვარ ყოფილი პრეზიდენტი და, მათი აზრით, პატიმარი და პატიმრობიდან დამაქვეითეს? სინამდვილეში ეს არის ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც პოროშენკომ გადადგა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.