სააკაშვილი ენმ-დან ოთხეულის წასვლაზე: „ჩვეულებრივი რაღაცაა: ზოგი წავა, ზოგი მოვა... ასე ხდება“

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არანაირი კონსულტაციები ენმ-დან წასულ ოთხეულთან არ ჰქონია, რადგან ამის დრო არ ჰქონდა, ამასთან, მისი თქმით, თვითონ წასვლის ფაქტიც არ მიაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად. 

 

„ჩვეულებრივი რაღაცაა, რა, პოლიტიკაში მიდიან, მოდიან. მართალი გითხრათ, ახალი სახეების აღმოცენება პოლიტიკაში არაა ასე მარტივი, ნიახური ხომ არ არის, ხელოვნურად ვერ გააკეთებ... ახალი ვიცი მე კარტოფილი... ბევრი ახალი ხალხი მოვა, ზოგი ივარგებს, ზოგი ვერ ივარგებს, ზოგს მოეწონება, ზოგს არ მოეწონება და წავა, ეს ჩვეულებრივია. მთავარია, იყოს ახალი ენერგია, ახალი პოლიტიკა, ახალი შემართება.

 

საქართველოში გვყავს საკმარისად გამოცდილი პოლიტიკოსები, უბრალოდ, მათ უნდა ისწავლონ ახალი სტილით მუშაობა, ახალი მეთოდებით, ახალი მიდგომებით და ახალი ხალხი შემოიკრიბონ...

 

რომ გითხრათ, რომ ამაზე მიფიქრია, არ მიფიქრია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა საფიქრალი მქონდა და არც მიმაჩნია, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი რამეა. ეს ჩვენ, რომლებიც პოლიტიკის ჭაობში ვიხარშებით გვგონია, რომ ვაიმე, ეს რა მოხდა...

 

თუ გვგონია, რომ ქართველი ხალხი ამაზე ფიქრობს, ასე არ არის, ქართველი ხალხი ფიქრობს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმაზე, ლუკმაპური როგორ მიიტანოს სახლში, რაში აინტერესბს, რომელი პოლიტიკოსი რომელ კაბინეტში იქნება...

 

ეს ჩვენ, პოლიტიკაში ვინც ვართ, მაგათ გვგონია, რომ მსოფილო მათ გარშემო ბრუნავს და მათი წარბის აწევაც კი მნიშვნელოვანია... ხალხს ეს არ აინტერესებს არც აქ, არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოში...“, - აღნიშნა სააკაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !