-
2015-05-31 09:02
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამ თანამოაზრესთან ერთად დატოვა ენმ, ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.
ზურაბ ჯაფარიძე ვაშინგტონში გამთენიისას გაფრინდა. ერთი კვირის განმავლობაში ზურაბ ჯაფარიძე, როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატორი, შეხვედრებს გამართავს თეთრ სახლში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდსაც შეხვდა.