საქართველოს პრემიერმინისტრი განმარტავს, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, ხოლო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქციებს საქართველოც მიუერთდა, გაუგებრობას უწოდებს.
უკრაინაში საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერის ნინო ბურჯანაძის არასასურველ პერსონად გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი ხდება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილიდან. იმ წერილი ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებმაც უკრაინაში ბურჯანაძის შესვლის შეზღუდვა მოითხოვეს.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში იყო შეტანილი, სიაში აღარ იძებნება.
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს და თანმდევ კანონპროექტებს ვეტო დადო. ამის შესახებ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
არის თუ არა ვლადიმირ პუტინი სრულ ჭკუაზე - ამ საკითხით მასთან ინტერვიუს დროს შვეიცარული გამოცემის ჟურნალისტი დაინტერესდა, თუმცა, ცხადია, ინტერვიუს ეს ნაწილი რუსეთის ცენტრალური ტელევიზიების ეთერში ვერ მოხვდა.
უკრაინასთან მიმართებაში გამოვლენილი აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ მიერთებია - არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ჩვენი ქვეყანა შეუერთდა სანქციების გატარების მომხრე ქვეყნების რიცხვს, ყირიმის ნაწარმის ექსპორტზე სანქციის გაგრძელებას მოჰყვა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.
თავდაცვის მინისტრიბ დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზების ინსპექტირებას აგრძელებს. მინისტრთან ერთად ბაზების ინფრასტრუქტურას ჟურნალისტებიც ეცნობიან.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე როვნოს ოლქს ეწვია. მან შეხვედრები გამართა როვნოს ოლქის გუბერნატორთან, ვიტალი ჩუხუნნიკოვთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ამ ვერტმფრენებს არაფერი აქვს სამაშველო დანიშნულების, ის იყო მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ამ ადამიანს (მიხეილ სააკაშვილს, -რედ.) მიეღო მაქსიმალური სიამოვნება, მათ შორის, ჰაერშიც - ამის სესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.
"თუ არა ჩემი ახირება, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა", - ეს განცხადება "პანორამა თბილისის" შესახებ ყოფილმა პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა "გურიანიუსთან" საუბარში გააკეთა.