საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე "მოამბეში" ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილებები პოლიტიკურია, ამიტომ რუსეთთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადასვლაა საჭირო.
საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე "მოამბეში" აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბაქო-სუფსის მილსადენზე პრობლემა შეიქმნება, უკვე არსებობს ალტერნატიული პროექტი, რომელიც შეთანხმებულია პრემიერმინისტრთან.
გამოცემა "ივერია.ბიზის" არქივშია საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილი, სადაც ქრონოლოგიური სიზუსტითაა აღწერილი ის პერიპეტიები, რომლებიც წინ უძღოდა 2008 წლის 7 აგვისტოს. გთავაზობთ ამ წერილის ფრაგმენტს, რომელიც ზუსტად 7 წლის წინ, ივლისსა და აგვისტოში რეგიონში არსებულ მდგომარეობას აღწერს.
უკრაინული გამოცემა "ფოკუსის" გამოკითხვაში "რომელ პოლიტიკოსს ენდობით ყველაზე მეტად?" - ქართველი პოლიტიკოსები წამყვან პოზიციებზე არიან. ღამის განმავლობაში გამოკითხვაში მიხეილ სააკაშვილი ლიდერობდა, ხოლო ამ სტატიის გამოქვეყნების დროისთვის ყველას ეგორ სობოლევმა გადაასწრო, რაც უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც ორი საათის წინ სობოლევი ხუთეულშიც არ იყო.
უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და ძალოვნები მონაწილეობდნენ, დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი კი არა, სხვა გუბერნატორებიც მუშაობენ.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ოდესის პორტში კორუფციის ფაქტებზე, კონკრეტულ სქემებზე და ამ სქემებში უკრაინის უშიშროების სამსახურის ჩართულობაზე ალაპარაკდა.
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოსთან ჩატარებულ თათბირზე, რომელსაც საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, აცხადებს, რომ რამდენიმე კორუფციულ გარიგებაზე მოქალაქეების მიერ "ფეისბუქზე" გამოგზავნილი შეტყობინებებით გავიდა.
"ქართული ოცნების" დეპუტატს, გოგი ქავთარაძეს ვერ გაუგია, რატომ ახვეწნინებენ საქართველოს ნატოში შესვლას, რადგან მისი აზრით, ზოგიერთი ქვეყანა საქართველოზე მეტად ამას არ იმსახურებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხიჩიკაშვილის პირდაპირი ჩართვა "რეაქციაში", როცა ის სუპერთასის ფინალის ბილეთებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საუბრობდა, გაითიშა.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა "რეაქციაში" განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე ხელის შეწმენდა იმის გამო, რაც სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ხდება, არასწორია.