
უკრაინაში საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერის ნინო ბურჯანაძის არასასურველ პერსონად გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი ხდება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილიდან. იმ წერილი ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებმაც უკრაინაში ბურჯანაძის შესვლის შეზღუდვა მოითხოვეს.
განცხადების თანახმად, რუსეთის დუმის ხელმძღვანელთან ნარიშკინთან შეხვედრის დროს, 10 ივლისს ბურჯანაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები უკრაინის მიმართ „არამეგობრულადაა“ აღქმული.
საუბარია ნინო ბურჯანაძის პოზიციაზე, რომ ყირიმი მუდამ ეკუთვნოდა რუსეთს და რომ ის უკრაინის შემადგენლობაში არ უნდა დაბრუნდეს.
საპასუხო წერილში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ წინადადება უკრაინაში შემოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით უკვე გაუგზავნა უკრაინის უშიშროების სამსახურს. აქვე ნათქვამია, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.