
უკრაინასთან მიმართებაში გამოვლენილი აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ მიერთებია - არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ჩვენი ქვეყანა შეუერთდა სანქციების გატარების მომხრე ქვეყნების რიცხვს, ყირიმის ნაწარმის ექსპორტზე სანქციის გაგრძელებას მოჰყვა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.
ყირიმის ნახევარკუნძულზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის სანქციას საქართველო შარშან მიეუერთდა, ხოლო ახლახან ევროკავშირმა გააგრძელა ამ სანქციის ვადა, რამაც წარმოშვა აღქმა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება. სინამდვილეში საქართველო არაა მიერთებული რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების უმეტესობას.