პოლიტიკა

გადაწყვეტილების გამოცხადება და დარბაზის რეაქცია - გიგი უგულავა თავისუფალია (ვიდეო)

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ დარბაზში შეკრებილი გიგი უგულავას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. 

>>>

სასამართლო იყო ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა", უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა (ვიდეო)

დედაქალაქის ყოფილმა მერმა, სასამართლოს დარბაზიდან დღეს გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, უკან, ციხეში შებრუნდება თუ არა, მთავარი ისაა, რომ 9 თვეზე მეტხანს არცერთი ადამიანი არ იქნება წინასწარ პატიმრობაში.

>>>

გიგი უგულავა თავისუფალია

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

>>>

გივი თარგამაძე: "თავხედმა "მოქალაქემ" დაიძინა და დაიბარა, რომ კონსტიტუცია გათელონ ფეხქვეშ"

"თქვენ ხედავთ ახლა მიტოვებულ შენობებს: ერთი შენობა, მეორე... ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ იმ თავხედმა "მოქალაქემ" ალბათ, დაიძინა და დაიბარა, რომ კონსტიტუცია გათელონ ფეხქვეშ, რასაც მისი მონები ასრულებენ", - 

>>>

ნიკა გვარამიას განმარტება - რატომ არ სჭირდება საერთო სასამართლოების დადგენილება უგულავას გათავისუფლებას

"რუსთავი-2"-ის გენდირექტორი, იურისტი ნიკა გვარამია განმარტავს, რატომ უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა დაუყოვნებლივ და ერთგვარად პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უგულავას გასათავისუფლებლად საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება.

>>>

02:00 საათზე "კურიერი" ეთერში სპეცგამოშვებით გავა

02:00 საათზე "რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში "კურიერი" სპეცგამოშვებით გავა. ეს დღეს მეორე სპეცგამოშვებაა. სავარაუდოდ, ეს სპეცგამოშვებაც, ისევე, როგორც წინა, ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას მხარდამჭერი აქციის გაშუქებას მიეძღვნება.

>>>

გამოუშვებენ თუ არა უგულავას? იურისტთა სამი განსხვავებული პოზიცია

იმის შესახებ, ითვლება თუ არა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა უკანონო პატიმრად და უნდა გათავისუფლდეს თუ არა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, განსხვავებული პოზიციები აქვთ უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას, ეკა ბესელიასა და ლევან ალაფიშვილს.

>>>

უგულავას ადვოკატი: "უკანონო პატიმრის ყოლა დასჯადი ქმედებაა და ის ასე იოლად არ ჩაივლის"

გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, კურიერის სპეცგამოშვებაში, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ გიგი უგულავა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

>>>

ნადირაშვილი - ბესელიას: "კორუმპირებული პარლამენტის წევრი ხართ, ქრთამის ფასად რუსეთის ჯაშუშები გაუშვით სახლში" (ვიდეო)

„სანამ ჩემს მიმართ გამოიყენებთ სიტყვა „ფუფუნებას“, გირჩევთ, სახლში მიბრძანდეთ და ნაჩუქარი წავის ქურქები გადაათვალიეროთ“, - ირმა ნადირაშვილმა ეს რჩევა პარლამენტის სხდომაზე ეკა ბესელიას მისცა და მას „ქურდული სამყაროს ლობისტობა" შეახსენა.

>>>

მიხეილ სააკაშვილმა ოდესელებს ახალი პროკურორი - დავით საყვარელიძე წარუდგინა

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესელებსა და შეკრებილ ჟურნალისტებს ოლქის ახალი პროკურორი - დავით საყვარელიძე წარუდგინა. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !