ინტერპოლმა დავით კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღო

Image

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში იყო შეტანილი, სიაში აღარ იძებნება.

 

პარლამენტის წევრი კობა სუბელიანი და "ტაბულის" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დავით კეზერაშვილი ინტერპოლმა ცირკულარიდან ამოიღო. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, დეტალებზე განცხადებას დავით კეზერაშვილის ადვოკატი ცოტა ხანში გააკეთებს. 

 

დავით კეზერაშვილი სიაში 2013 წლიდან, მას შემდეგ იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ბრალი წარუდგინა. 2013 წლის ოქტომბერში კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ექს-ან პროვანსში გამართულ სასამართლო სხდომაზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. როგორც პროკურორის სიტყვაში, ასევე მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებაშიც ხაზი ჰქონდა გასმული საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს.

 

კეზერაშვილი საქართველოში 2014 წელს გაამართლეს - მას პროკურატურა სპირტის უკანონო კონტრაბანდასა და ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს, თუმცა სასამართლომ ამ საქმეში უდანაშაულოდ ცნო.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს უკანასკნელი ბრალი რამდენიმე კვირის წინ, 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინა. საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება. 

 

KEZER.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !