საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანში ქართველი სამართალდამცველები მოქალაქეებს აღარ უშვებენ. ქართველ ჟურნალისტებს მუშაობა დღეს უკვე აღარ შეუძლიათ იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ მუშაობდნენ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ რეფორმა სოზარ სუბარის მინისტრობის დროს დაიწყო.
ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან ხელისუფლების თანადგომას მხოლოდ „ყველაზე ბნელები და სინდისზეხელაღებულები“ გამოხატავენ, დანარჩენები კი „შუაშისტობენ“:
„სპუტნიკის“ ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ 14 ივლისს ცხინვალის ქუჩებში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება უკავშირდება არა ე.წ. საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას, არამედ რუსულ სამხედრო ბაზებში სწავლების დაწყებას.
დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა და ტერიტორია, სადაც სასაზღვრო დადგეს, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინი, აკეთებს რა კომენტარს ამ დღეებში აქტუალურ მცოცავ ოკუპაციაზე, აცხადებს, რომ არაა საჭირო ამ თემაზე საჯარო დემონსტრაციები და ნგრევა.
"რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ომი ცუდია, მაგრამ უსუსური მთავრობის ყურება უარესია, მე ვისურვებდი, მენახა ჩვენი ქვეყნის პრემიერი, როგორ აპროტესტებს იმას, რაც აქ ხდება", - განაცხადა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საოკუპაციო ზოლთან მასმედიელების მიერ გამართულ აქციაზე.
ირინა სარიშვილი „ფეისბუქის“ საშუალებით მათ მიმართავს, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, ენდოს თუ არა მას. სარიშვილი წერს, რომ როგორც ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, თავადაც ხან უშვებს შეცდომებს და ხან არა, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი წერს, რომ იმ პრობლემების პრევენციას, რომელთა წინაშეც ქვეყანა ოკუპირებულ რეგიონებში აღმოჩნდა, რუსეთთან ახალი ომი კი არა, პოლიციის სათანადო მუშაობა სჭირდება.
არაღიარების პოლიტიკა საფრთხის ქვეშ დგება არამხოლოდ მაშინ, როცა ესა თუ ის ქვეყანა იწყებს ფიქრს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებაზე, არამედ მაშინაც, როცა ამ რეგიონებში ცნობილი ბრენდები იკიდებენ ფეხს.