
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე როვნოს ოლქს ეწვია. მან შეხვედრები გამართა როვნოს ოლქის გუბერნატორთან, ვიტალი ჩუხუნნიკოვთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
შედგა შეთანხმება როვნოში იუსტიციის სახლის გახსნის თაობაზე. გია გეწაძემ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ოლქის ადმინისტრაციას იუსტიციის სამინისტროს მხრიდან.
გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა გეწაძეს სტუმრობისა და დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ლოკომოტივია.