ჰოლდინგ "აფხაზეთის ხმაში" შემავალი მედიასაშუალებები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ "რუსთავი-2"-ს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერ ბრძოლაში და ხვალიდან "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერ აქციებს უერთდებიან.
გაზეთი "ქრონიკა+" აქვეყნებს სტატიას, სადაც აღწერილია, რა კულუარული ამბები უზღოდა და ახლდა თან ზუგდიდის ცენტრში ე.წ. კასრის ვიდეოების ჩვენებას, რომელსაც ზუგდიდიდის მერი ირაკლი გოგოხიაც ესწრებოდა. "აფხაზეთის ხმა" სწორედ ამ წერილს გთავაზობთ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ ვაშინგტონში გამართულ დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსთავი 2-ის გარშემო მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და ამერიკის პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით უცვლელია.
ორგანიზაცია "ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოსთვის" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ უკრაინულ ინტერნეტგამოცემას "კასრის ვიდეოები" მან მიაწოდა.
„ახალგაზრდა მსოფლიო მოქალაქეები მდგრადი პლანეტისთვის“. ფორუმი 26-28 ოქტომბერს, პარიზში იმართება და იგი 500-ზე მეტ ახალგაზრდას მასპინძლობს. ყურადღება გამახვილდება საკითხებზე, რომლებიც 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნებთანაა დაკავშირებული.
თავდასხმა ოპოზიციაზე: დღეს ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ქართული ოცნების აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისებში შეჭრა სცადეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა NDI-ს კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს ეხმიანება და წერს, რომ ბოღმით და შურით ქვეყანა არ აშენდება და კვლევამ სწორედ ეს დაადასტურა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 31% უჭერს. ამდენივეს სურდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება 2015 წლის აპრილში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 15%, ვინც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა, ხოლო 14% კოალიცია ქართულ ოცნებას. 5% კი, მხარს თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“ არცერთ მთავრობას არ შეუქმნია, ის ხალხის შემქნილია და ეს ის ტელევიზია იქნება, რომელიც 20013 წლის მსგავსად გააშუქებს ამ უნიათო ხელისუფლების სახლში წასვლას.