ჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდება

Image

ჰოლდინგ "აფხაზეთის ხმაში" შემავალი მედიასაშუალებები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ "რუსთავი-2"-ს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერ ბრძოლაში და ხვალიდან "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერ აქციებს უერთდებიან.

 

ამასთან, "აფხაზეთის ხმა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თავისი გაუაზრებელი ნაბიჯებით თავისუფალი მედიის, კონკრეტულად, "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ, უკვე მიიყვანა საქმე იმ კონდიციამდე, რომლის იქეთაც სამოქალაქო დაპირისპირების კონტურები იკვეთება. 

 

"აფხაზეთის ხმა" დაუშვებლად მიიჩნევს ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ასოცირებული პირების მხრიდან მედიამფლობელთა და ჟურნალისტთა შანტაჟს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით მანიპულირებასა და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე მინიშნებას, აცხადებს რა, რომ მსგავსი პრაქტიკა გვაბრუნებს წარსულში, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ლაქაა, ამავე დროს, გვაშორებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ცალსახად გაცხადებულ მიზანს: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

 

იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ხელისუფლებასთან ასოცირებული ორგანიზაციები, ხშირად თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი აქციებს უწყობენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს, მოუწოდებენ ძალადობისა და "სახლების, ოფისების გადაბუგვისკენ", ქალაქის მერი და სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო თანამდებობის პირები ესწრებიან ქუჩაში სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენებას, იმ პირობებში, როცა ყველაფერი კეთდება მედიაპლურარიზმის ჩასახშობად, ხელისუფლება, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს, რომ პროცესი უმართავი გახდეს და მან ქუჩაში გადაინაცვლოს.

 

უერთდება რა "რუსთავი-2"-ის მხარდასაჭერ აქციებს, ჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" აცხადებს, რომ ნებისმიერი შესაძლო გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას. 

 

"აფხაზეთის ხმა"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?