-
2015-10-17 02:42
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“ არცერთ მთავრობას არ შეუქმნია, ის ხალხის შემქნილია და ეს ის ტელევიზია იქნება, რომელიც 20013 წლის მსგავსად გააშუქებს ამ უნიათო ხელისუფლების სახლში წასვლას.
„დღეს, როდესაც ამ დარბაზში თავისუფალი მედიის შესახებ რეზოლუციაზე ვმსჯელობთ, თქვენ სტუდენტებსა და ტელეკომპანია ტაბულას დირექტოს იჭერთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოსტერებს აკრავდნენ გაზპრომის წინააღმდეგ. ზუსტად 10 წლის წინ, „რუსთავი 2“ ის საინფორმაციოში გაფითრებული კაცი შემოვიდა და იკითხა - ის რაც ახლა ეთერში გადის, საიდან გადისო, ამ დროს ეთერში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქცია გადიოდა.
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს კაცი იყო მძღოლი, რომელმაც კასეტა მოიტანა და საეთეროში გავუშვით. ეს აღმოჩნდა ქიბარ ხალვაში. რომლემაც კაბელის ძებნა დაიწყო, რომ ეთერი გამოერთო. მაშინ კომპანიის დირექტორი სამარცხვინოდ გამოაგდეს. ხალვაში ახლაც ამ კაბელს ეძებს, რომ „რუსთავი 2“ გათიშოს. ის ტელეკომპანიის 21 წლიან ისტორიაში სამარცხვინო ლაქაა.
„რუსთავი 2“ მხოლოდ ნიკა გვარამია არაა, აქ მუშაობენ პროფესიონალები, ათობით შემიძლია ჩამოვთვალო. ეს გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ზუსტად 9 საათზე თქვენ ხალხის ხმა გაიგონოთ. ეს ადამიანები 2008 წელს ტყვიების წვიმაში მუშაობდნენ. კურიერის ჟურნალსიტები 13 ივნისის ღამეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ.
და ხალხმა როცა ვერც მერი და ვერც პრემიერი ვერსად იპოვა, „რუსთავი 2“ იყო მათი ერთადერთი სინათლე. როცა „რუსთავი 2“ ზე საუბრობთ, აი ამ ხალხს ესაუბრეთ და არა ნიკა გვარამიას. „რუსთავი 2“ ის ისტორია გვასწავლის, რომ ტელევიზიის შევიწროება, გათიშვა, ხალხის ხმას ვერ ახშობს.
2003 წელს რუსთავი აშუქებდა თუ როგორ აცილებდა ხალხი მომპალ ხელისუფლებას, და მე დარწმუნებული ვარ, ახლანდელი „რუსთავი 2“ გააშუქებს როგორ წაბრძანდებით თქვენ, უნიათოები.“
რუსთავი 2“ ხელიუსუფლებას არ შეუქმნია, ის ქართულმა საზოგადოებამ შემქნა და აქცია პროგრესის დასავლური ღირებულებების სიმბოლოდ. რუსთავი2_ს რკინის კაციც მოუნელებია და საყდრისი ოქროსგან გამომდნარ კაცსაც მოინელებს“.