ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატიული, ლიბერალ-დემოკრატიული და სახალხო პარტიიდან საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნისა და "რუსთავი-2"-ის ხელში ჩაგდების მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარების საპასუხო განცხადებას აქვეყნებს.
ოდესის ოლქის შინაგანი უსაფრთხოების ხელმძღვანელმა კონსტანტინე მჭედლიშვილმა ხელქვეითთა მუშაობის ეფექტურობის შემოწმება საკუთარი გარეგნობის შეცვლაზე დამყარებული ექსპერიმენტით გადაწყვიტა. მან ბოგანოს ტანსაცმელი ჩაიცვა და მილიციის განყოფილებაში მივიდა.
„არჩევანში“, ზაქარია ქუცნაშვილისა და გიორგი ვაშაძის დებატების დროს ვაშაძემ ზაქარია ქუცნაშვილის სახით საპარლამენტო უმრავლესობა დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მუდამ უარს ამბობდნენ სხვადასხვა გახმაურებული საქმეების საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.
ყოფილი პრემიერმინისტრი, "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გოგი თოფაძის მხრიდან სტალინისადმი დამოკიდებულების შესახებ კომენტარი არ ისურვა: "მე კოლეგების კომენტარებზე კომენტარს არ ვაკეთებ", - თქვა მან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნებიდან" გოგი თოფაძე, ტელეჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩაწერამდე ამბობს, რომ "რუსთავი-2" ხვალ აღარ იქნება.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ დაბლოკა "სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის" ოფიციალური ანგარიში. ამის სესახებ "სპუტნიკი" იუწყება.
"ძალიან მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგან ყველა მიხვდება, რომ ის გენიალური პიროვნება იყო, მან დიდი საქმეები გააკეთა", - ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გოგი თოფაძემ "მაესტროს" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის წევრთან" გიორგი კანდელაკთან დებატებისას გააკეთა.
ევროკავშირის დელეგაციამ და თბილისში აკრედიტირებულმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა განაცხადეს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მედიაგარემოს.
დღეს დილიდან "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისის კარზე და ფანჯრებზე ცოცხებია მიმაგრებული. სავარაუდოდ, ცოცხები გვიან ღამით, ეკა კვესიტაძის "განსხვავებული აქცენტების" ეთერში გასვლის შემდეგ მიამაგრეს.