
ორგანიზაცია "ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოსთვის" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ უკრაინულ ინტერნეტგამოცემას "კასრის ვიდეოები" მან მიაწოდა.
"მე ვარ იმ ციხის კადრების ავტორი, რომელიც კალამოისკის არხზე "ერთი პლუს ერთზე" გავიდა. მე მათ ეს კადრები პირადად გადავეცი. ეს იყო ჩვენი სამწუხარო ისტორია. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე ხურავდა საპყრობილეებს, სადაც პატიმრების ყოფნა წამების ტოლფასი იყო. ჩემი სურვილი იყო, რამდენიმე საკანი დაგვეტოვებინა, როგორც შოუ რუმი, ისევე, როგორც ევროპელებმა დატოვეს საკონცენტრაციო ბანაკები იმის საჩვენებლად, თუ როგორი კოშმარი იყო ფაშიზმი. ამას ხელი კოჰაბიტაციამ შეუშალა".- განაცხადა ლალი მოროშკინამ.
"რეპორტიორი"