პირველი დელეგატი „იუნესკოს“ ახალგაზრდულ ფორუმზე - 2015 წელს „უინესკო“ რიგით მეცხრე, საიუბილეო ფორუმს მართავს

Image

„ახალგაზრდა მსოფლიო მოქალაქეები მდგრადი პლანეტისთვის“. ფორუმი 26-28 ოქტომბერს, პარიზში იმართება და იგი 500-ზე მეტ ახალგაზრდას მასპინძლობს. ყურადღება გამახვილდება საკითხებზე, რომლებიც 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნებთანაა დაკავშირებული.

 

საქართვეოლოდან, წელს პირველად გაემგზავრება კავკასიის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ევროპის ახალგაზრდა იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც შეჯიბრებითი და გამჭვირვალე პროცესით შეარჩიეს. ზუსტად ისე, როგორც მითითებული იყო სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ კრიტერიუმებში. უფრო დეტალურად კი ამ ინტერვიუში შეიტყობთ, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძესთან ჩავწერეთ:

 

- გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ფორუმი თავისი არსით?

 

-მას შემდეგ, რაც 1999 წელს მსოფლიო შეთანხმდა, რომ „იუნესკო“ არის ის ფორმატი, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და გააჟღერონ გენერალურ კონფერენციაზე, ეს არ არის უბრალო, ჩვეულებრივი ფორმატი. რეალურად ის გადაწყვეტილების მიმღებია და, ფაქტობრივად, განუყოფელია გენერალური კონფერენციისა, რომელიც „იუნეკოს“ აღმასრულებელ რგოლში არის ყველაზე მაღალი ინსტანცია. დარწმუნებული ვარ, რომ ახაგაზრდების ხმა, საქართველოდან არასდროს ყოფილა ისე მკვეთრად გაჟღერებული, როგორც ახლა.

 

-რატომ დაინტერესდი ამ ღონისძიებით და როგორ შეგარჩიეს დელეგატად?

 

- თვითონ იდეა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დელეგაციის წევრი სხვა სიმაღლეა, მაგრამ იყო ეროვნულ დელეგაციასთან ერთად წარმოდგენილი, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, ძალიან მნივნელოვანია. შესაბამისად, ამ მომენტიდან დამაინტერესა და მოტივაცია მას შემდეგ გამეზარდა, როდესაც გავიგე, რომ საქართველო პირველად მონაწილეობს ამ პროგრამაში. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება კონკურსში, რომელიც სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით, უნდა იყოს გამჭვირვალე და შეჯიბრებითი.

 

საქართველოს სპორტისა დ ახალგაზრდობის სამინისტრომ დანერგა პროგრამა - „საქართველოს ელჩი“, რომელიც წარმატებით ხორციელდება დაახლოებით 10 ქვეყანაში, მივიღე ინფორმაცია ამ სამინისტროდან, რომ გადამეგზავნა CV და სამოტივაციო წერილი, ასევე ის ორგანიზაცია, რომელიც შეიძლებოდა, ჩემი წარმდგენი ყოფილიყო ამ მანდატზე. დაახლოებით, 50-მდე ახალგაზრდა აცხადებდა პრეტენზიას მანდატზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აირჩა ჩემი CV, გავიარე გასაუბრება და მივიღე კიდეც სტატუსი.

 

მე ვითანამშრომლებ გაეროში ახალგაზრდა წარმომადგენელთან - მარიამ სიხარულიძესთან, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს და ვფიქრობ, მასთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გაერო, მას შემდეგ რაც ამტკიცებს მსოფლიო განვითარების 17 მიზანს 2015 წელს, ეს მიზნები სხვადასხვა ქვეყნებში უნდა აღსრულდეს, და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი ამ კუთხით, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, არის „იუნესკო“.

 

-საქართველოსთვის რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიება?

 

-წელი არ გადის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ უკავშირდებოდეს „იუნკოს“, იქნება ეს დაცული ძეგლი თუ სხვა რამე, თუმცა ამ შემთხვევაში, ეს გახლავთ წმინდა წყლის დიპლომატიური საკითხი, რომელიც ჩვენ ქვეყნებსა და ამ ორგანიზიას შორის არსებობს. ჩვენ ახალგაზრდობის კუთხით ჩავერთვებით ამ ფორუმში, სწორედ იმ 17 მიზანთან მიმართებით, რომელიც ყველა სფეროს ფარავს, შესაბამისად, საქართველოს, როლი როგორც რეგიონული მოთამაშისა, ძალიან დიდია.

 

-კონკრეტულად რა კუთხით აპირებ თემის წარდგენას?

 

-გამომდინარე იქედან, რომ ვარ სტუდენტი და ახალგარდობას წარმოვადგენ, უნდა შევხვდე და ვხვდები კიდეც სტუდენტებს სხვადასხავა უმაღლეს სასწავლებელში. სურვილი მაქვს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსაც შევხვდე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფორუმის ფარგლებში, რასაც ხაზი გაესვა, არის განათლების ხელმისაწვდომობა და პერსპექტივები. მინდა მოვისმინო ის სატკივარი, რაც რეალურად არსებობს, პირველ რიგში განათლება, ეს ის პრიორიტეტია, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო სხვადასხვა ფორმატში საუბრისას, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.

 

შეხვედრას და სატკივარის მოსმენას ვაპირებ იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც იძულებით გადააადგილებულ პირებს წარმოადგენენ, ეს გახლავთ დეფაქტო საზღვრისპირა მდებარე ტერიტორიები.

 

-რეალურად, შეიცვლება რამე და აისახება იგი პრობლემის მოგვარების გზებზე დადებითად?

 

- რა თქმა უნდა, რადგან, თუ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჟღერდება ზოგადი დებულებები, „იუნესკოს“ ფორმატი იმით არის ხელსაყრელი, სახარბიელო და შანსის მომცემი, რომ მას აქვს კონკრეტული ბერკეტები, ფონდები, წარმომადგენლობები ყავს სახელმწიფოებში. ჩვენ შემთხვევაში, „იუნესკოს“ საქმეთა ეროვნული კომისია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქვს ბერკეტი ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ფონდების მოზიდვა განახორციელოს.

 

განსაკუთრებით მნიშვენლოვანი იქნება, თუკი მოვახერხე, რომ ამ ფორუმის საბოლოო ანგარიშში , რომელიც უკვე აისახება შემდეგ გენერალური კონფერენციის კლიმატის ცვლილების სამიტიზე, ზუსტად დავაფიქსირო ჩვენი ქვეყნის სატკივარი, რომელზეც უფრო ჩამოყალიბებული წარმოდგენა ახალგაზრდების მოსმენის შემდეგ გამიჩნდება.

 

რაც შეეხება კლიმატის ცვლილების საკითხს, იგი ერთ-ერთია იმ 17 მიზანთაგან, რომელიც წარმოდგენილია ფორუმზე. ჩემი მხრიდან უნდა დაფიქსირდეს პოზიციები, რომ საქართველოს ახალგაზრდობას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი სატკივარი მიიტანოს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებამდე, რომელთაგან ერთ-ერთი „იუნესკოა“.

 

- ვინ გეხმარება განხორცილებაში?

 

-კონკრეტული დეპარტამენტები. მაგალითად, სპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტროში, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, რამდენიმე სპეციალისტთან ერთად, უშუალოდ ვახტანგ ასანიძის ხელმძღვანელობით, ფორმალურ საკითხებს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო კურირებს.

 

-როდის მიემგზავრები?

 

- მივემგზავრები 24 ოქტომბერს, დილით, ნოემბრის პირველ რიცხვებამდე. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დელეგაცია უშუალოდ, „იუნესკოში“ ჩამოდის 5 ნოემბერს და 18 ნოემბრამდე გაგრძელდება ვიზიტი, რომელზეც ჩემი დასწრების შესაძლებლობა მაღალია, თუმცა გადაწყვეტილი არაა.

 

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ასევე „იუნესკოს“ საქმეთა ეროვნულ კომისიას.

 

ბოლოს კი თითოეულ ახალგაზრდას, მინდა ვუთხრა, რომ თავიანთი მოსაზრების და სატკივარის შესახებ მომწერონ ფეიბუქის გვერდზე, დამიკავშირდნენ ნებისმიერი საშუალებით, რომელზე წვდომაც დაინტერესების შემთხევაში, ნამდვილად იქნებათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატი მომავალში კიდევ უფრო გაამართლებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !