ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ერთერთი პატიმრის ჩვენების ფრაგმენტს აქვეყნებს, საიდანაც ასევე დასტურდება, რომ ლადო ბედუკაძე ციხეში პატიმრებს აწამებდა და მათზე ზეწოლას ახდენდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „მეჭიაური ფულს შოულობს”.
"განსხვავებულ აქცენტებში" გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ ის კადრები, რამაც 2012 წელს, მისი ჩათვლით, მთელი საქართველო ლამის შეშალა, ლადო ბედუკაძის დადგმულია, რომელიც არამარტო აწამებდა, არამედ თავად დგამდა და იღებდა ამ კადრებს.
2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა განსხვავებული აქცენტების მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე-"რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს:
"NDI-ს კვლევას მე დავარქვი „ნაცმოძრაობის სიზმარი. რაც ელანდებოდათ ის ეზიმრებოდათ. ეს არის თურმანიძის კვლევები, შეთანხმებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტვ "იმედთან" ინტერვიუს დროს.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოქმედს ემოციურობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი ბოლო გამოსვლა არც მას მოეწონა. შეგახსენებთ, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ენმ ქართველი ხალხის მადლობელი უნდა იყოს, რადგან იმას არ უკეთებენ, "რაც იმ ვიდეოებშია".
"თქვენ გინდათ, ხვალ აქ შვეიცარია იყოს? ასე არ მოხდება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, ეს მოლოდინები უკუვაგდოთ და დავუბრუნდეთ რეალობას", - ბიძინა ივანიშვილი, ინტერვიუ ტვ "იმედზე".
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტვ "იმედთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, როცა მიანიშნა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებაზე. ივანიშვილმა მარგველაშვილი ნაცმოძრაობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას განმარტება მოუწევს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებითმ, გაუგებარია, რატომ ჩაენაცვლა მეპატრონეებს ნიკა გვარამია, რომელიც მენეჯერია და არა მფლობელი. მისი თქმით, გვარამია ისევე იცავს სიტყვის თავისუფლებას ახლა, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე, როცა პროკურორი იყო.
უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული "დიალოგის ტრანსკრიფტი", სავარაუდოდ სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი მიზეზია.