სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააკეთა.
25 ოქტომბერს დაანონსებულ გადაცემას "განსხვავებული აქცენტები", მისი პრომოს გამოქვეყნებისთანავე მღელვარება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ანონსში ფიგურირებს, წერს, რომ მისი მიმოწერა ლადო ბედუკაძესთან, რომელიც გადაცემაშია გამოყენებული, ყალბია და აპირებს, პროკურატურას მიმართოს.
დავით ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ვინაობის დასახელების გარეშე, „წამპლისა“ და „იდიოტის“ ურთიერთობა აღწერა, სადაც ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთდამოკიდებულება დაინახა.
"კაცები რომ მიჰყავდათ გასაუპატიურებლად, ქალების მეტი რა ყრია, კაცო, სირცხვილი არ არის ეს?", - ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშის ყოფილი გამგებლის ლალი ანთიას ეს სიტყვები, რომელიც მან ზუგდიდში ენმ-ს პრაიმერის ჩატარების დროს, 2013 წლის ზაფხულში თქვა, "ფეისბუქზე" დღესაც პოპულარულია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში მეგაფონით შეჭრილი თინათინ მარდალეიშვილი ოფისის დახურვას ითხოვდა, ხოლო ადგილობრივ ნაციონალებს მოუწოდებდა, "შეუერთდნენ ქართველ ხალხს". მარდალეიშვილი მეგაფონში ამბობდა, რომ "რუსთავი-2", როგორც "ვითომ ოპოზიციური არხი", უნდა დაიხუროს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მესტიაში კურიოზული შემთხვევა მოხდა: ღამის საათებში წითელი საღებავებით შეღებეს და სხვადასხვა წარწერები დატოვეს შენობაზე, სადაც სამ წელზე მეტია, ენმ-ს ოფისი აღარაა.
გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი ელისო კილაძე წერს, რომ მის ქალიშვილს სახლში ვიღაც უცნობი პირი მიუვარდა და კარზე ბრახუნი ატეხა, რითაც კარის გაღებას აიძულებდა.
როგორც "გურიის მოამბე" იტყობინება, გურიის მოქმედმა გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ, საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წამების ამსახველი ვიდეოები გააზიარა.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ჭორვილის ორღობე არ არის და ასეთად ქვეყნის ქცევის საშუალება "ყველაფერზე წამსვლელ ოლიგარქს" არ უნდა მიეცეს. ამის შესახებ სააკაშვილთან ექსკლუზიურად "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა.
ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ, იმ უკრაინულ სიატზე, სადაც სექსუალური ძალადობის ამსახველი პირველი ორი ვიდეო აიტვირთა, კიდევ ორი ახალი ვიდეო გამოქვეყნდა.