ე.წ. უკრაინული ვიკილიქსი რუსულ სერვერზეა ატვირთული

Image

უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული "დიალოგის ტრანსკრიფტი", სავარაუდოდ სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი მიზეზია.

 

საიტი, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობს.

 

ბლოგმა გაავრცელა თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას "საუბრის სტენოგრამა" სათაურით "სააკაშვილი საქართველოში სახელწმიფო გადატრიალებას ამზადებს" საიტის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას შორის საუბარი სტამბულში ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე შედგა. 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულების ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.

 

ბლოგმა wikileaks.center-მა ზაფხულის მანძილზე თითქოსდა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი დიალოგების სტენოგრამები რამდენჯერმე გაავრცელა. ერთ-ერთი საუბრის მიხედვით სააკაშვილი ორგანოებით ვაჭრობაშიც არის ჩართული. wikileaks.center-ი სოროსის ფონდის საქმიანობაზეც ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, უკრაინაში ნარკომაფიის საქმიანობა სოროსის ფონდთან არის დაკავშირებული.

 

უცნობია თუ რატომ შეიძლება ჩათვალოს კონტრდაზვერვის სამსახურმა საიტი სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების შესახებ გამოძიების დასაწყებად სანდო წყაროდ.

 

"ტაბულა"

 

ფოტოსქრინი - ანდრო გაბისონია, "ფეისბუქი".

 

 

WIKI.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !