„თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის უფროსის მოადგილემ გიორგი ტაბიძემ და დედაქალაქის რაიონული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე სხვა წარმომადგენელმა დატოვა.
მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გამარჯვებისა, ,,რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის ამ ფორმით დასრულებას ჟურნალისტი ელისო კილაძე ხელისუფლების მარცხს უწოდებს და მისი ინფორმაციით, მარცხის შემდეგ, ექს პრემიერის ახლო გარემოცვაში ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების საკითხს განიხილავენ.
ბიძინა ივანიშვილი, იხსენებდა რა თავის ბავშვობის წლებს, 2011 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ უბედური არ იყო, თუმცა, ბევრი რამ არ ჰქონდა. მისივე თქმით, „ჭარბი ფული“ წარმატების სიმბოლო არ არის.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა სირიის ორ პროვინციაში საარტილერიო დანადგარები განალაგა.
ვილნიუსში მყოფი ქართველი სტუდენტი, „მაესტროსა“ და „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ნინი მეტრეველი ეხმიანება საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს ვილნიუში, კონკრეტულად კი, ვიზიტის იმ ნაწილს, სადაც ის ვილნიუსში მყოფ სტუდენტებს შეხვდა, რაც სამთავრობო არხებით გაშუქდა, როგორც პრემიერის აქტივობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის რეგიონს, ავტონომიის სტატუსი წინა ხელისუფლებამაც შესთავაზა, მაგრამ, პასუხად, რუსეთისგან ომი მიიღო.
სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ამ ეტაპზე მზადაა, ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს.
ვებგვერდი www.wikileaks.center, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ასევე სააკაშვილისა და სხვა პირების როგორც სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერებს, ასევე სააკაშვილის შესახებ მომზადებული პუბლიკაციებს აქვეყნებდა, დაბლოკილია.
საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში ეროვნულ პოლიციას უხელმძღვანელებს: მთავრობამ დააკმაყოფილა შს მინისტრის არსენ ავაკოვის წინადადება.
საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გოგი თოფაძე "რუსთავი-2"-ის მიმართ აგრესიით ჯერ კიდევ იმ დროიდან გამოირჩეოდა, როცა სამაუწყებლო კომპანია შევარდნაძის რეჟიმის მამხილებელ რეპორტაჟებსა და საგამოძიებო მასალებს აქვეყნებდა.