
ბიძინა ივანიშვილის განცხადებითმ, გაუგებარია, რატომ ჩაენაცვლა მეპატრონეებს ნიკა გვარამია, რომელიც მენეჯერია და არა მფლობელი. მისი თქმით, გვარამია ისევე იცავს სიტყვის თავისუფლებას ახლა, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე, როცა პროკურორი იყო.
"ვინ არის გარამია? რა უნდა? რა შუაშია საერთოდ? ის ისტერიკაშია დღეს, მაგრამ ის არ არის მფლობელი, ის არის მენეჯერი. მე ასეთ პარალელს გავაკეთებდი: როგორც გვარამია იდგა კანონიერების სადარაჯოზე, როცა პროკურორი იყო, ისევე დგას ახლა ის თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, გვარამიას განცხადებები სხვა ჟურნალისტებისთვისაც შეურაცხმყოფელია: "თქვენთვისაც შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, რასაც გვარამია აცხადებს, თითქოს თავისუფალ სიტყვას ემუქრება საფრთხე "რუსთავი-2"-ის საფრთხის გამო. თქვენ ვინმე გზღუდავთ? "მაესტროს" ვინმე ზღუდავს?", - იკითხა ბიძინა ივანიშვილმა.
როცა ინტერვიუს დროს "იმედის" ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ გვარამიას თქმით, წინა მმართველობის დროს იყო შეცდომები და მან ბოდიშიც კი მოიხადა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "იმას, რასაც ესენი უკეთებდნენ ხალხს ამ ხნის განმავლობაში, გვარამიას ბოდიში უშველის?".