ირმა ინაშვილი დაანონსებულ სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს, ანი ნადარეიშვილი კი ინაშვილს ამხელს

Image

"პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აქვეყნებს რამდენიმე დღის წინ დაანონსებულ ჩანაწერს, სადაც, მისი თქმით, ცნობილი "გამაუპატიურებლის" აღიარებითი ინტერვიუა ჩაწერილი, თუმცა, მის ჩანაწერს შიფრავს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელი ანი ნადარეიშვილი, რომელმაც ინაშვილის მიერ სკანდალის დაანონსებისთანავე განაცხადა, რომ ხელისუფლება მორიგ სპექტაკლს გეგმავს. 

 

ირმა ინაშვილმა წინა ხელისუფლების დროს "გამაუპატიურებლის", ანუ, ხელისუფლებისთვის მიუღებელ, დაკავებულ ადამიანებზე სექსუალური ძალადობის განმხორციელებლის ვიდეოინტერვიუ "ობიექტივის" ეთერში გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ვიდეო წყარომ მიაწოდა. 

 

ანი ნადარეიშვილი, რომელიც ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა, იმ პირსაც ასახელებს, ვინც კადრში ჩანს და იმ პირსაც, ვიზეც ის საუბრობს, თითქოს ხელისუფლების დავალებით გააუპატიურა. საუბარია სამხედრო პირ სერგო თეთრაძეზე, რომლის ცხედარსაც, ანი ნადარეიშვილის თქმით, ექსგუმაციის შემდეგ ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მასზე ძალადობა არ მომხდარა. 

 

"ვინაიდან ამ ხელისუფლებამ თეთრაძეს გაუკეთა ექსგუმაცია და ჩაუტარა ექსპერტიზა, რომლის მიხედვით თეთრაძე გაუპატიურებული არ აღმოჩნდა, ამ ჩანაწერიდან ეს სახელი და გვარი ამოჭრეს, ვინაიდან ეს ვიდეო ამ მარტივი არგუმენტით უბანძდებოდა ინაშვილს და ყველა უმალვე მიხვდებოდა რომ სცენა დადგმულია, თან ინაშვილს ხომ ასეთი ბინძური სცენების დადგმა კარგად ეხერხება", - წერს ანი ნადარეიშვილი. 

 

"1. ეს არის ის მორიგი სპექტაკლი, რომელზეც გუშინწინ განცხადება გავაკეთე. ეს "სახედამალული" პატიმარი არის ალექსი ტერაშვილი იგივე "გოჭი", რომელიც ბესელიას ამნისტიით გამოვიდა იმის სანაცვლოდ, რომ დადგმულ სპექტაკლებში მიეღო მონაწილეობა. თავიდან ასეც მოხდა და ეს ბინძური სპექტაკლი სწორედ მაშინაა გადაღებული, როდესაც იგი ჯერ კიდევ თავისუფლებაზე იყო, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღიარებისთვის, მას შემდეგ რაც ათქმევინეს სიცრუე და ჩაიწერეს, მერე მოუწევდა პასუხისგება და მიუსაჯეს კიდეც 8 წელი. თუმცა სასამართლოზე როდესაც მივიდა იქ განაცხადა, რომ მას არავინ გაუუპატიურებია და იგი აიძულეს ეს ეთქვა (ამის ჩანაწერი არსებობს).

 

2. ამ კონკრეტულ ჩანაწერში "გოჭს" ეკითხებიან იცის თუ არა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც გააუპატიურა, ამბობს კიო, თუმცა მერე კადრი წყდება და სხვა კადრიდან გრძელდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მას ამ ვიდეოში დაასახელებინეს სერგო თეთრაძის სახელი და გვარი, მაგრამ ვინაიდან ამ ხელისუფლებამ თეთრაძეს გაუკეთა ექსგუმაცია და ჩაუტარა ექსპერტიზა, რომლის მიხედვით თეთრაძე გაუპატიურებული არ აღმოჩნდა, ამ ჩანაწერიდან ეს სახელი და გვარი ამოჭრეს, ვინაიდან ეს ვიდეო ამ მარტივი არგუმენტით უბანძდებოდა ინაშვილს და ყველა უმალვე მიხვდებოდა რომ სცენა დადგმულია, თან ინაშვილს ხომ ასეთი ბინძური სცენების დადგმა კარგად ეხერხება.

 

3. ეს ჩანაწერი ჩემი ვარაუდით გაკეთებულია, მაშინ როდესაც "გოჭი" ჯერ კიდევ თავისუფლებაზე იყო, ანუ 2013 წელს (ოთახი სადაც ჩანაწერია გაკეთებული არ გავს ციხეს) და თუ ასეა, რატომ ინახა ინაშვილმა ამდენი ხანი ეს ჩანაწერი?! აჰ, ჰოოო, სულ დამავიწყდა რომ საქმე ცოცხების დედოფალთან გვაქვს, არსებასთან, რომელმაც თავისივე დადგმული "ცოცხების კინო" 2 წელი ინახა, ვინაიდან მას მხოლოდ ბინძური პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს.

 

4. თუ ეს ჩანაწერი გაკეთებულია "გოჭის" დაპატიმრების, ანუ 2013 წლის შემდეგ, ანუ თუ ოფიციალური დაკითხვის ჩანაწერია, მაშინ ვსვამ კითხვას - საიდან გაჩნდა ნივთმტკიცება ინაშვილის ხელში?!

 

5. ვითხოვ, დაენიშნოს ირმა ინაშვილს ფსიქიური ექსპერტიზა, ვინაიდან შეუიარაღებელი და არაპროფესიონალის თვალითაც კარგად ჩანს, რომ მას აქვს სერიოზული ფსიქიური აშლილობა გამოხატული გაუპატიურებების დაჩემების აგრესიით და იგი საშიშია საზოგადოებისთვის!

 

6. და ბოლოს, ისევ და ისევ, უმკაცრესად მოვითხოვ ამ კონკრეტულ ჩანაწერზე დაიწყოს გამოძიება და ერთხელ და სამუდამოდ დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი!", - წერს ანი ნადარეიშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !