დიმიტრი ხუნდაძე VS ამომრჩეველი: ვინ ტყუის?

Image

მცხეთაში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის წინასაარჩევნო შეხვედრები მოსაზხლეობასთან ამომრჩეველთა განხილვის საგანი გახდა. ისინი, ვინც შეხვედრებზე მისვლა ვერ მოახერხეს, დიმიტრი ხუნდაძის ცნობილ გზავნილს: "800-დე სამუშაო ადგილი მცხეთაში უკვე შექმნილია" და სხვა ფაქტებს მისი ანგარიშიდან სიცრუეს უწოდებენ და დიმიტრი ხუნდაძეს ალტერნატიული სტატისტიკითა და ფაქტებით უპირისპირდებიან. 

 

"...ყველაზე მთავარი არის ის, რომ მცხეთას არ ჰქონდა კულტურის სახლი და დღეს უკვე დასრულებულია 4,5 მლნ. პროექტი; ყველა ხელისუფლება პირდებოდა მცხეთელებს მათი ოცნების ასრულებას – საცურაო აუზს და არავინ აკეთებდა. ეს პროექტიც თითქმის დასრულებულია და მცხეთელებს მალე ექნებათ 6 მლნ. ღირებულების საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი. 

 

ნოემბერში დაიწყება მუზეუმის 5 მლნ. პროექტის განხორციელება, რომელიც აქამდე უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ ახსოვს მოსახლეობას ჩემი ბრძოლა ამ საკითხთან დაკავშირებით. დასრულდა 10 მლნ. პროექტი – თანამედროვე, ახალი აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფო, სადაც მოწვეულნი იქნებიან ექიმები უცხოეთიდან, ამაზე უკვე შედგა მოლაპარაკება. საავადმყოფო ოქტომბერში გაიხსნება. მხოლოდ აქ 250 კაცი უნდა დასაქმდეს; 

 

აშენდა ახალი ხიდი მცხეთაში; დაიწყო რამდენიმე კერძო საწარმოს მშენებლობა და ა.შ. ამ მოკლე პერიოდში მცხეთაში 800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადაც დასაქმება ეტაპობრივად, სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.

 

სკოლების და ბაღების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის ის პროექტები, რომელსაც მე დავპირდი მოსახლეობას და მათ განსახორციელებლად ძალიან დიდი ძალისხმევა, შრომა და არ დაგიმალავთ, ბრძოლაც კი დამჭირდა", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ ერთერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

 

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით "აფხაზეთის ხმას" მცხეთაში მცხოვრები მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც გვთხოვა, მისი პუნქტობრივი პასუხები გამოგვექვეყნებინა, სადაც ალტერნატიული და, მოქალაქის მტკიცებით, ობიექტური რეალობაა ასახული. მცხეთაში მცხოვრების თქმით, ის პირადად გეგმავდა ამ შეხვედრაზე მისვლას, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობამ ხელი შეუშალა, რის შემდეგაც პასუხები სახელდახელოდ ჩამოწერა და რამდენიმე მედიასაშუალებას გაუგზავნა:

 

"კულტურის სახლი დღეს უკვე დასრულებულია 4,5 მლნ." – გვატყუებს: არ დასრულებულა, 2017–ში უნდა დასრულდეს;

 

,,ყველა ხელისუფლება პირდებოდა მცხეთელებს მათი ოცნების ასრულებას - საცურაო აუზს და არავინ აკეთებდა - ეს პროექტიც თითქმის დასრულებულია და მცხეთელებს მალე ექნებათ 6 მლნ. ღირებულების საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი.'' - გვატყუებს, არ დასრულებულა, 2017 წელია დასრულების ვადა.

 

,,ნოემბერში დაიწყება მუზეუმის 5 მლნ. პროექტის განხორციელება, რომელიც აქამდე უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ ახსოვს მოსახლეობას ჩემი ბრძოლა ამ საკითხთან დაკავშირებით..'' არც დაწყებულა და არც დაიწყება, იუნესკოსთან ვერ ხდება შეთანხმება.

 

"დასრულდა 10 მლნ. პროექტი - თანამედროვე, ახალი აპარატურით არჭურვილი საავადმყოფო ''–გვატყუებს: არ დასრულებულა და წელს ვერც გაიხსნება.

 

"აშენდა ახალი ხიდი მცხეთაში'' - არ დასრულებულა.

 

"ამ მოკლე პერიოდში მცხეთაში 800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადაც დასაქმება ეტპობრივად, სექტემბრის ბოლოდან დაიწყება" - ტყუილია. თუ მართალია და თუ შეიქმნა 800 ადგილი, დასაქმებას სექტემბრის ბოლოდან რატომ იწყებენ?", - გვწერს მცხეთაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !