კახა კალაძე და დიმიტრი ხუნდაძე 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებს უარყოფენ

Image

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე პარტიიდან დიმიტრი ხუნდაძე, რომლებიც დღეს სოფელ წეროვანის მოსახლეობას შეხვდნენ, უარყოფენ, რომ ოთხი წლის წინ, ამავე სოფელში შეხვედრის დროს ადგილობრივებს კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. 

 

ამის შესახებ "ტაბულა" წერს, რომელიც დაინტერესდა, რატომ უნდა ენდოს მოსახლეობა "ქართულ ოცნებას" წელს, თუკი 2012 წელს გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა. 

 

ტაბულას ადგილობრივმა მიაწოდა მაშინდელი წინასაარჩევნო დანაპირების ჩამონათვალი, რომელიც, მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძემ დაარიგა და რომელსაც ხუნდაძის ხელმოწერა აქვს. 

 

"ეს სიცრუეა, არასწორი ინფორმაციაა და გთხოვთ, დემაგოგიაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. დიმიტრი ხუნდაძეს რაც ჰქონდა წარმოდგენილი საარჩევნო კამპანიის დროს, გაასაჯაროვა და A4 ფურცელზე დაბეჭდილი აბსურდული განცხადებები ვფიქრობ, არაა სერიოზული. ანალოგიურად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება დაწეროს A4 ფურცელზე, ხელი მოაწეროს და თქვას, რომ ქართული ოცნების მიერაა წარმოდგენილი", - თქვა კალაძემ.

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს ყალბი დოკუმენტია. "არ არის ეს ჩემი ხელმოწერა, უფასო გაზს არ დავპირებივარ. ექსპერტიზა ჩაატარეთ. ყალბი დოკუმენტია", - თქვა მან.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !