
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სიღნაღი - დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ლევან ბეჟაშვილთან ერთად წნორის მოსახლეობას შეხვდნენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ადგილობრივებს სამოქმედო პროგრამა და რაიონის განვითარების ხედვა გააცნეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა წნორის კონკრეტულ პრობლემებზე ისაუბრა და მოსახლეობას მათი გადაჭრის კონკრეტული ხედვაც გააცნო.