
ნაციონლური მოძრობის მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წარუდგინეს. გამოძიება 125-ე ცემა-ძალადობის მუხლით დაიწყო.
საუბარია საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ოლგა ჩურკანოვამ უბნებზე გამწესებელი უპარტიო წევრების სიის შენობიდან გატანა სცადა.
მისი განცხადებით, კონკურსის წესით შერჩევის ნაცვლად კანდიდატები სუს-ის მიერ იყო შერჩეული და კომისიას სია ქართული ოცნების წარმომადგენელმა მიაწოდა.
ჩურკანოვას განცხადებით, მეუღლის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის გამო პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
"2016 წლის 21 აგვისტოს საღამოს 9 საათზე, როდესაც ყველა საკითხი განხილული და მომავალი დღის სხდომისთვის მასალები მომზადებული იყო ოლქის წევრები, რომლებიც „პროფესიული“ ნიშნით არიან არჩეულები ცესკოს მიერ, ისხდნენ სხდომათა დარბაზში და იწერდნენ ელგა ცანავას მიერ მოტანილ „ქართული ოცნების“ შტაბში წინასწარ შერჩეულ კონკურსანტთა 6 კაციან სიებს.
სიები მაგიდაზე იდო საჯაროდ, დაუმალავად. მე დავინტერესდი და ავიღე ხელში, რისი უფლება როგორც ოლქის ძირითად წევრს, მქონდა. ამ დროს ცანავამ ხელი მკრა და შევეჯახე მაგიდას, ეცადა სიების წართმევას და მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
რაც შეეხება კომისიის მდივან ნინო დანელიას, როგორც მან განაცხადა ეს სიები არის „საიდუმლო“ და თურმე უნდა დამებრუნებინა მისთვის...მიუხედავად იმისა, რომ დანელიას ექსპერტიზის დასკვნით არანაირი დაზიანენებ არ აქვს მიღებული, ცნობილ იქნა დაზარალებულად და მე წამიყენეს ბრალი 125 -ე მუხლის 1 პუნქტით.
რაც შეეხაბა ჭორებს, თითქოს მე ვიმყოფებოდი ნასვამ მდგომარეობაში ეს არის ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა და ემსახურებოდა ჩემი სამსახურიდან გაშვებას, რათა საოლქო საარჩევნო კომისიას მიეცეს საშუალება დაუბრკოლებლად მიიღოს გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. შესაბამისი ექსპერტიზა მიზანმიმართულად არ ჩამიტარდა.
მოპოვებული სიები დაუყონებლივ გადავუგზავნე ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, თუმცა არანარი რეაგირება არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიებიდან 95% იქნა არჩეული კომისიებში და უმრავლესობა ძირირითადი წევრების მიერ მიცემული ხმები 100% ით ემთხვევა „ქართული ოცნების“ წევრის მიერ მიცემულ ხმებს.
მათ შორის უმრავლესობა არიან საჯარო მოხელეების ახლო ნათესავები, ელგა ცანავას შვილი და მაზლი, ასევე „ოცნების“ შტაბის უფროსის დედა!!!
ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, რადგან ჩემი მეუღლე ზაალ გოროზია არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი მარტვილი-აბაშას ოლქში და ის უპირობოდ იმარჯვებს.
მინდა საჯაროდ განვაცხადო: არ შევუშინდები არანაირ მუქარასა და ზეწოლას. არ დავიხევ უკან და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს.
რაც არ გვკლავს - გვაძლიერებს!!!", - წერს ოლგა ჩურკანოვა "ფეისბუქში".