
ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასიალაია.
საპორტო ქალაქს უამრავი პრობლემა აწუხებს და მაჟორიტარობის კანდიდატს მათი მოგვარების კონკრეტული გეგმა აქვს. მოსახლეობასთან შეხვედრებზე ბექა ბასიალაია ფოთელებს იმ სოციალურ, ეკონომიკურ გეგმასაც აცნობს რომლის განხორციელებასაც ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პირველივე დღიდან დაიწყებს.