ვიდეოპორტალებზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის - ბიჭვინთის (აფხაზეთი) სანაპიროს ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება.
გალის რაიონის ყოფილი დე ფაქტო გამგებელი რუსლან ქიშმარია ორთაჭალაში, „ნიუ ჰოსპიტალში“ მკურნალობის კურსს გადის. Front News-ის ინფორმაციით, ქიშმარია გალიდან გადმოიყვანეს და ის ამ დროისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ რეანიმაციურ განყოფილებაშია მოთავსებული.
"აფხაზეთის ხმისთვის" ცნობილი გახდა, რომ იტალიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა მაურო ადოლფო მურჯამ საერთაშორისო არენაზე აღიარებისთვის დახმარება რომის პაპს, ფრანცისკოს სთხოვა. ამ მიზნით მან რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს წერილი გაუგზავნა.
საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანქსიის შემდეგ „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დასახმარებლად შექმნილი „სამხედრო კომიტეტის“ წევრები, სულ 15 პირი, გენერლები და ოფიცრები, ოკუპანტებმა მთელი შემადგენლობით დააპატიმრეს.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებული სამოკავშირო შეთანხმების კურატორი გახდა.
გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, ხოლო შემდეგ 58-ე არმიის მეთაური იყო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალური შტაბის უფროსი გახდა.
იმის შესახებ, რომ უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი ბოევიკები ანესთეზიის საშუალებით ოპერაციის ჩატარებაზე უარს ამბობენ, უკრაინულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, გაზეთი „ქრონიკა+“ წერს.
უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ერთერთი რუსი რეპორტიორი, რომელიც პროპაგანდისტულ სიუჟეტს იღებდა, ნამსხვრევისგან დაიჭრა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც ენგურის ხიდთან მდგარმა რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა უარი უთხრეს 13 წლის ლევან ცაავას ოჯახს ზუგდიდისკენ გადაადგილების ნებართვის გაცემაზე, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოზარდის გადაყვანა ოჯახმა შემოვლითი გზით სცადა, რა დროსაც ბიჭუნა გარდაიცვალა.