ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, ერთერთ პრორუსულ პორტალთან საუბარში აფხაზეთში უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას ეხმიანება და ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება „ვითღაც ქართველმა“ ქონება შეიძინოს აფხაზეთში.
სოფელ ტამიშში, სასფლაოზე მოკლეს გალის ე.წ. საბაჟოს უფროსი ბესლან მალანძია. ის ერთი გასროლითაა მოკლული. ცხედარი 2 ოქტომბერს, საღამოს 9 საათისთვის იპოვეს.
წიგნის შესავალი, ”აფხაზეთის/საქართველო ტრაგედია - ჰოლოკოსტი #2 გრძელდება”, აგრეთვე პირველი ნაწილი ”ისტორიული მიმოხილვა და გენოციდისა და ეთნიკური წმენდის რუსული პოლიტიკა” - ჯემალ გამახარიას ეკუთვნის.
უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში (ადგილმდებარეობა არ კონკრეტდება შეგნებულად) ქართველმა პარტიზანებმა რუსული დივერსიული რაზმი გაანადგურეს. პარტიზანთა შორის დანაკარგი არ არის.
InformNapalm.org აქვეყნებს ფოტო ვიდეომტკიცებულებას, რომელთა თანახმადაც, რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით გადაისროლა. ამდენად, არასწორი ცალკეული ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მხრიდან დამატებით საბრძოლო ტექნიკის შემოყვანის შესახებ.
იტალიის ქალაქ ბარიში, სადაც Fieradel Levante-ს 79-ე საერთაშორისო გამოფენა ტარდება, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. ფოტოები ქალაქ ბარიდან აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
ამიერიდან Google Map-ზე აფხაზეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი აღინიშნება. რუკაზე გაჩნდა წარწერა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“, ადრე კი მითითებული იყო როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკა“.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა "სპორტექსპრესთან" საუბარში, "ტვ-ს"-ის ეთერში, ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობის დეტალებს იხსენებს.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 1-3 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში იმყოფებოდა და ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრებს შეხვდა. ექსკლუზიური, მისივე გადაღებული კადრები სიჭინავამ "ტვ-ს"-ს გადასცა და დღეს "სპორტექსპრესში" გავიდა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდების ჯგუფმა ანტიოკუპაციური ტრაფარეტები გააკრა.