-
2015-06-23 08:49
გალის რაიონის ყოფილი დე ფაქტო გამგებელი რუსლან ქიშმარია ორთაჭალაში, „ნიუ ჰოსპიტალში“ მკურნალობის კურსს გადის. Front News-ის ინფორმაციით, ქიშმარია გალიდან გადმოიყვანეს და ის ამ დროისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ რეანიმაციურ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც Front News-ს კლინიკაში განუცხადეს, ქიშმარიას რთული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
რუსლან ქიშმარია გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელი, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი იყო. ის დაწყების დღიდან მონაწილეობდა ოთხმხრივ შეხვედრებში, რომლებიც თავდაპირველად მონაცვლეობით - ჭუბურხინჯსა და ზუგდიდში, ბოლოს კი მხოლოდ ჭუბურხინჯში ტარდებოდა. რუსლან ქიშმარია განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის მიმართ. მისი ძმა - მერაბ ქიშმარია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იყო.