-
2015-05-20 13:20
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებული სამოკავშირო შეთანხმების კურატორი გახდა.
ბრძანებულება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. იქ აღნიშნულია, რომ კარასინი რუსეთის დუმის პალატებში შეთანხმების განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება.
შეგახსენებთ, გრიგორი კარასინი ამ დრომდე მონაწილეობს ქართულ-რუსულ შეხვედრებში, სადაც ქართულ მხარეს ზურაბ აბაშიძე წარმოადგენს.
შეთანხმება ურთიერთკავშირის გაღრმავებისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის 2015 წლის 18 მარტს დაიდო.