რედაქციის შენიშვნა: განახლებულია 17 აპრილი, 14:40
გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც გალის რიონის სკოლებში ქართული ენაზე ნებისმიერი საგნის სწავლება აიკრძალება. აკრძალვა ადრეც მოქმედებდა, თუმცა, ის მხოლოდ ქართულ ენას ეხებოდა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეები ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონებში დადიოდნენ.
ათარა არმიანსკოე - ცნობილი სოფელია ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ამ დროისთვის 30-ზე მეტი რუსეთიდან ჩასული ოჯახი დასახლდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში დაწყებული თითქმის ყველა ახალი მშენებლობა უხესად არრევს და ამახინჯებს ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს. სოხუმი კარგავს იმ მომხიბვლელობას, რის გამოც მას "კავკასიის ნიცა" შეარქვეს.
10 მარტს და ე.წ. თელავში, ე.წ. „სამხედრო ქალაქში“ საკუთარ სახლთან ძმები ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილები ჩაცხრილეს.
ფოთში, 9 აპრილის ხეივანში 25 თებერვალს გადაღებული ვიდეო, სადაც გადაღებულია რუსული სამხედრო მანქანა, რუსული ნომრებით (რეგიონის კოდი 06 - ინგუშეთი), ამჯერად "აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს.
იცნობდეთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს - ნარგიზა ბასარიას, ნუგზარ სალაყაიას და სხვებს, რომლებიც ოკუპირებულ გალში მეგრულენოვანი გაზეთის "გალ" გამოცემით არიან დაკავებული.
იმის შესახებ, რომ გალის აფხაზური ადმინისტრაცია გალის ქართულ სკოლებში მეგრული "დედაენის" შეტანას აპირებდა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დღეს ახალგაზრდა ინტელექტუალების ვებგვერდი "ლაზარე" ექსკლუზიურად აქვეყნებს წიგნის ფოტოებს.
ვოლგოგრადთან, კარპოვის წყალსაცავის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ Су-24МР-ში მჯდარი ორი პილოტის ცხედრები ნაპოვნია. მათგან ერთი, ვიცე-პოლკოვნიკი იგორ კუკარცევი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში და ჩეჩნეთის ორივე სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდა, მიღებული აქვს ჯილდოები.
აფხაზურ ფორუმებზე პოპულარულია ვიდეორგოლი, რომელიც აფხაზეთში საომარი დაპირისპირების ეპიზოდს ასახვს და სადაც შეიარაღებული პირები, სავარაუდოდ, ქართველები, საშუალო ასაკს გადაცილებულ მამაკაცს მისსავე ეზოში კლავენ.