ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დეტალები, რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში მგზავრობა, ინვესტიციების პერსპექტივა, მდინარე ფსოუზე მაკონტროლებელთა რიცხვის გაზრდა, ბიუჯეტის საკითხები და რეფორმები ე.წ. შსს-ში ბრიფინგის მთავარი თემები იყო.