-
2015-05-18 11:03
უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ერთერთი რუსი რეპორტიორი, რომელიც პროპაგანდისტულ სიუჟეტს იღებდა, ნამსხვრევისგან დაიჭრა.
დაიჭრა რამდენიმე ბოევიკიც, ხოლო იმ ბოევიკს, რომელიც აფეთქების წინ ჩნდება კადრში, აფეთქებამ ფეხი მოაგლიჯა. ჟურნალისტი იღებდა სცენას, რომლის მიხედვითაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უკრანის არმია არღვევს.
მას შემდეგ, რაც კადრებში დასაფიქსირებლად სეპარატისტმა ბოევიკებმა ცეცხლი გახსნეს უკრაინის არმიის პოზიციების მიმართულებით, მათ 10 წუთში უპასუხეს. როგორც გაირკვა, ამჯერად ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა (ПТУР) აფეთქდა. რეპორტიორი ფეხში დაიჭრა.