-
2020-07-21 12:28
,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.
ბრეგაძის განცხადებით, მისი დაბარების მიზეზი სავარაუდოდ, მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით გამართული აქციაა.
,,კონკრეტული მიზეზი, თუ რას უკავშირდება ჩემი დაბარება გამომძიებელს არ აუხსნია, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს უკავშირდება მარნეულის რაიონში განვითარებულ მოვლენებს. მივდივარ, რომ მივცე ჩვენება და ამავე დროს გადავცე გარკვეული დოკუმენტაცია მამუკა ხაზარაძის და გიგა ბოკერიას შესახებ, თუ როგორ ცდილობენ მათი პარტიის წარმომადგენლები მარნეულის რაიონში სეპარატისტული ტენდენციების და ეროვნული შუღლის გაღვივებას არაქართველ მოსახლეობაში. აჰმედ იმამკულიევი და დანარჩენები ცრუ ინფორმაციით ცდილობენ დაარწმუნონ აზერბაიჯანელი მოსახლეობა იმაში, რომ ქართველები მიდიან მათ წინააღმდეგ. ადვოკატის გარეშე მოვედი, რადგან ვარ აბსოლიტურად მართალი, სხვა პარტიის წევრების დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს,” - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.