"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო დარდიმანდის ეთერში, ტალღაზე 97.1 შედგა.
გადაცემის სტუმრები იყვნენ C კორპორეიშენის ერთ-ერთი პროექტის "დები დიღმელების" წარმომადგენლები - თაკო აბაშიძე და ქეთი ხუციშვილი.
როგორც გადაცემის სტუმრებმა აღნიშნეს, სიმღერები, რომლის პრემიერაც დღეს შედგა, საკმაოდ წარმატებული პროექტია და ხალხს ძალიან უყვარს.
"მუსიკის ავტორი თავად გახლავართ, ხოლო ტექსტზე კორპორაციის ბიჭებმა იმუშავეს. იწერება რიგით მე-6 სიმღერა და ჩვენ გაჩერებას არ აპირებთ" - ამბობს თაკო აბაშიძე.
გადაცემის სტუმრებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ C ივენთების მიმართულებით იღეებენ შეკვეთებს, ბევრი სიახლეც აქვთ, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებენ.