კიევში ФСБ-ს ქილერი თემურ მახაური, იგივე "ზონა" დააკავეს

Image

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში ФСБ-ს შეიარაღებული ქილერი, მეტსახელად "ზონა" დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქის პასპორტითა და ქართული სახელმწიფო ნომრების მქონე მანქანით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას "კავკაზ-ცენტრი" ავრცელებს.

 

"ზონას" თემურ მახაურის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აღმოაჩნდა, ხოლო ჩხრეკისას "გლოკი" და "სტეჩკინი" უპოვეს. მახაური, იგივე "ზონა" "მერსედესით", სხვა პირებთან ერთად გადაადგილდებოდა.

 

"როცა საპატრულო პოლიციამ მანქანა გააჩერა და შიგ მყოფებმა დოკუმენტები წარმოადგინეს, აღმოჩნდა, რომ ერთი, უკრაინულად შევსებული დოკუმენტი თემურ მახაურის, იგივე "ზონას" სახელზე იყო გაცემული, რომელიც ატო-ს (ანტიტერორისტული ოპერაციის) ზონაში, მარიუპოლში ბაზირებულ ჩეჩნურ ბატალიონში, მზვერავად ირიცხება", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

zona-kil1.jpg

 

"ზონა", იგივე რუსლან პაპასქირი, იგივე თემურ მახაური, იგივე ჩეჩენი ალი დაბუევი 2012 წლის შემოდგომაზე, თურქეთში დააკავეს, კავკასიის საემიროს წარმომადგენლის მუსა ატაევის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით.

 

პროცესის მსვლელობის დროს გაირკვა, რომ "ზონა" რუსეთის ФСБ-ზე, კილერის ფუნქციით მუშაობს. თურქული პრესა ასევე, წერდა, რომ "ზონა" მიხეილ სააკაშვილისდროინდელი საქართველოს სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირია.

 

2012 წელს დაკავებული "ზონა" თურქეთის სასამართლომ 2015 წელს გაათავისუფლა. როგორც თურქული პრესა წერდა, მისი გათავისუფლების უკან ფეთჰულა გიულენის ჯგუფი იდგა. გათავისუფლების შემდეგ "ზონა" უკრაინაში გადაინაცვლა, სადაც ჩეჩნებით დაკომპლექტებულ ბატალიონში მზვერავად ჩაეწერა.

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !