ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი, საქართველოს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თავად ლორთქიფანიძემ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა და სტატუსს უწყება დაურთო.
გიორგი ლორთქიფანიძის დაკითხვაზე დაბარების შესახებ უწყება მისმა მეუღლემ ჩაიბარა. უწყებაში ნათქვამია, რომ გიორგი ლორთქიფანიძე დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელთან, 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევასთან დაკავშირებთ დღეს, 18:00 საათზე.
გიორგი ლორთქიფანიძე დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. შეგახსენებთ, შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, დაახლოებით, სამი წელია ოდესაში იმყოფება. საქართველოდან ის პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო წავიდა.